ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოციალური მომსახურებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის

შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე, საქართველოს მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთა მონაწილეობით, დიალოგი გაიმართა. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო სხვადასხვა უწყების წარმომადგენელთა ჩართულობით იმ ხარვეზების გამოვლენა, რაც ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ისარგებლონ სოციალური მომსახურებებით. დიალოგი ასევე გულისხმობდა კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებას და სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან დიალოგში მონაწილეობა მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მიიღო.

როგორც ცნობილია, საქართველო შეუერთდა გაეროს კონვენციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ და ვალდებულება აიღო დაეცვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა/ბავშვთა ძირითადი უფლებები, მათ შორის, სიცოცხლის, ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის უფლებები.

საქართველოს მთავრობა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და  გაეროს ბავშვთა ფონდი წარმატებით თანამშრომლობენ  კონვენციის განხორციელების და  შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული ეროვნული პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავების მიზნით.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე