ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საკანონმდებლო ცვლილებები განათლების სისტემის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან დასაახლოებლად

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები განათლების ყველა საფეხურზე საქართველოში ევროპული დონის განათლების სისტემის ფორმირებას უზრუნველყოფს.

საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ყველა იმ მნიშვნელოვან გამოწვევას, რაც თანამედროვე განვითარებული ქვეყნების  განათლების სისტემების დღის წესრიგშია. 

ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი, განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონებში შესატანი ცვლილებებით დაინერგება და განვითარდება მექანიზმების, რომლებიც ევროპული განათლების სისტემებში უკვე აპრობირებული და ეფექტურია.

საქართველოში მიღებული განათლება აღიარებული იქნება საერთაშორისო დონეზე. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომზადდება კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრები, რომლებიც ადვილად შეძლებენ საკუთარი ადგილის დამკვიდრებას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

შესაბამისად, ცვლილებები განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცებისათვის, სამართლებრივ საფუძვლებს შექმნის. აღნიშნული დოკუმენტები განმარტავენ და აკანონებენ ისეთ ეფექტურ მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ, როგორც  ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების სივრცის მოდერნიზებას და განვითარებას. სამართლებრივი საფუძვლების შექმნა უზრუნველყოფს პროფესიულსა და უმაღლეს განათლებას შორის, დღეს არსებული, ეგრეთ წოდებული საგანმანათლებლო ჩიხის აღმოფხვრას. განახლებული კანონმდებლობა უზრუნველყოფს  პირისათვის მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის შესაძლებლობას.

ასევე უზრუნველყოფს საქართველოს საგანმანთლებლო სისტემის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, გამჭვირვალობას, როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე, კვალიფიკაციების მინიჭების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებას და სანდოობას, პროფესიული განათლების დაკავშირებას უმაღლეს განათლებასთან, პროფესიულ განათლებაში დაგროვილი კრედიტების აღიარებას აკადემიური ხარისხის მინიჭების მიზნებისთვის.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე