ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩს უმასპინძლა

არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო  პროექტების განხორციელებაზე წარიმართა საუბარი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის, დიდი  ბრიტანეთისა და  ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს  საგანგებო  და  სრულუფლებიან  ელჩთან საქართველოში, ჯასტინ         მაკკენზი    სმიტთან  შეხვედრაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ორგანიზების, საქართველოში განათლების ხარისხის განვითარებისა და გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის კუთხით.

შეხვედრაზე ასევე, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს წარმატებული საქმიანობისა და ბრიტანული მხარის დახმარების თაობაზე ინგლისური ენის პოპულარიზაციის,  მასწავლებელთა გადამზადებისა და ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით.

შეხვედრის ბოლოს, ბრიტანეთის ელჩმა მინისტრს, იანვარში ლონდონში დაგეგმილ მსოფლიო განათლების ფორუმზე დასასწრებად, ბრიტანეთის განათლების სახელმწიფო მდივნის მოწვევის წერილი გადასცა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე