ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა გერმანიის ელჩთან საქართველოში

საქართველო-გერმანიას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში აქტიური თანამშრომლობა იყო მთავარი თემა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში დოქტ. ჰაიკე ფაიჩს შორის გაიმართა.

შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა უმაღლესი განათლების, კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, ხარისხიანი და შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების  უზრუნველყოფის კუთხით გერმანიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. ასევე ისაუბრა    პროექტებზე, რომელიც განხორციელდა და მიმდინარეობს გერმანიის განვითარების ფონდისა (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით. ყოველივე ამისთვის და ზოგადად, საქართველოს განვითარების მიმართულებით შეტანილი წვლილისთვის, მიხეილ ჩხენკელმა მადლიერება გამოხატა  გერმანიისა და გერმანელი ხალხის მიმართ და  გერმანიის ელჩს მომავალშიც ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის  მზადყოფნა დაუდასტურა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე