ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეროვნული სამეცნიერო ფონდის შემაჯამებელი კონფერენცია

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა  კონფერენცია "შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები" გამართა. 

კონფერენციის მიზანი იყო საზოგადოებისთვის წარედგინა ფონდის საკონკურსო პროგრამებისა და  ღონისძიებების 2017 წლის ანგარიში, გაეცნო ფონდის მიერ ადმინისტრირებული ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების შედეგები,  დაფინანსებული კვლევითი პროექტების მიმდინარეობისას გამოვლენილი სირთულეები და გამოწვევები, კონკურსების შეფასების განახლებული პროცედურები და კრიტერიუმები, მულტილატერალური პროგრამების ფარგლებში განხორციელებული აქტივობები. კონფერენციის დღის წესრიგი ასევე მოიცავდა პრეზენტაციებს ფონდის 2018 წლის გეგმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

კონფერენციის მონაწილეებს სტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა: „მისასალმებელია საჯაროობა და გამჭვირვალობა, რომლის პირობებშიც სამეცნიერო ფონდი წარმართავს მუშაობას. ასევე მივესალმებით ღია კონკურსისა და კონკურენციის პრინციპების, შეფასების საერთაშორისო სისტემის დანერგვას და ამ გზებით საუკეთესო ხარისხის კვლევების გამოვლენას...  მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება ერთი დიდი ოჯახია. ჩვენ ამ ოჯახის ღირსეული, სრულფასოვანი  წევრობის ყველა რესურსი გვაქვს. მოხარული ვარ, რომ რუსთაველის ფონდი ძალისხმევას არ იშურებს ამ მიზნის მისაღწევად. სამინისტრო ამ მიმართულებით ფონდს სრულ მხარდაჭერას უცხადებს“.  

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე