ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრების ციკლი დაიწყო

უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ დაიწყო. მინისტრის მხრიდან ინტენსიური შეხვედრები გაგრძელდება როგორც მოსწავლეებთან, ასევე მშობლებთან, სტუდენტებთან და საზოგადოების სხვადასხვა წრეების წარმომადგენლებთან, რათა მსჯელობის, თანამშრომლობისა და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე სკოლა და გარემო, სადაც ბავშვები იზრდებიან, უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გახდეს.   

პროექტის ფარგლებში, მიხეილ ჩხენკელი თბილისის 82-ე საჯარო სკოლას ეწვია და თავად მოსწავლეებისგან მოისმინა თუ რას ფიქრობენ სკოლებში ძალადობის პრობლემის მიზეზებზე, გამოსავალზე,  როგორ ხედავენ საკუთარ როლს ვითარების შესაცვლელად. მინისტრთან შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს არაფორმალური განათლებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების მნიშვნელობაზე. მათი აზრით, საზოგადოებაში უნდა ჩამოყალიბდეს დამოკიდებულება, რომ ბულინგის გამოვლენა და დახმარების თხოვნა  სირცხვილი არ არის, პირიქით, დროული რეაგირებისთვის, აუცილებელია. მინისტრისაგან მოსწავლეებმა მიიღეს დაპირება, რომ დაურიგდებათ სპეციალური მასალები, თუ როგორი ქცევა მიიჩნევა ბულინგად და რა რეაგირებაა საჭირო მის აღმოსაფხვრელად.

შეხვედრების პარალელურად, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტროს მხრიდან დაგეგმილია მთელი რიგი პრევენციული, საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობები. გაძლიერდება ფსიქოლოგიური ცენტრები და დაიხვეწება რეაგირების მექანიზმების. მინისტრის ინიციატივით, შემუშავდება სხვადასხვა პროგრამები, რომელშიც ჩართულები იქნებიან თავად მოზარდები, ბავშვები, ვის მიმართაც ზემოაღნიშნული აქტივობებია მიმართული. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე