ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი ინოვაციური მეთოდებით ჩატარებულ გაკვეთილებს დაესწრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი, თბილისის 45-ე საჯარო სკოლაში, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ფარგლებში მომზადებულ გაკვეთილებს დაესწრნენ.

45-ე საჯარო სკოლის მაგალითზე, მიხეილ ჩხენკელი და დაგლას ჰ. ბოლი გაეცნენ თუ როგორ იყენებენ მასწავლებლები G-PriEd-ის ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში, რა ინოვაციურ მეთოდებს მიმართავენ, რამდენად მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებსა და თვალსაჩინოებებს  იყენებენ სასწავლო პროცესში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს გაკვეთილები მორგებულია თითოეული მოსწავლის საჭიროებაზე.

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში 6,5 წლიანი საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) განხორციელდა, რომელშიც ყველა კატეგორიის 585 საჯარო სკოლა (საქართველოს სკოლების 28%)  და 121 000 მოსწავლე იყო ჩართული. პროექტის ფარგლებში 7,944 ქართულის, მათემატიკისა და ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი და 585 დირექტორი გადამზადდა.

G-PriEd-მა, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) ბაზაზე შექმნა რესურსების ინტერნეტ პორტალი www.kargiskola.ge, სადაც განთავსებულია პროექტის ფარგლებში შექმნილი დამატებითი სასწავლო მრავალფეროვანი რესურსი სკოლის დირექტორებისთვის, მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის. არაქართულენოვანი სკოლების დირექტორებმა, მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა მეთოდური დაა სასწავლო რესურსები მიიღეს მშობლიურ ენაზე. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე