ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული აქცია თბილისში

10 ოქტომბერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების  წინააღმდეგ მიმართულ  საერთაშორისო დღედ აღინიშნება და მასში მონაწილეობას  ევროკავშირის ყველა ქვეყნის ჩათვლით ევროპის 40-ზე მეტი ქვეყანა იღებს.

კლიმატის ცვლილების  წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო აქციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო და აქციის ფარგლებში აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის უმაღლესი სასწავლებლის 350 სტუდენტთან ერთად 350 ნერგის დარგვაში  მონაწილეობა მიიღო.

მსოფლიოში აქციის კოორდინატორია 350.org-ის  საერთაშორისო კლიმატის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა, რომელიც ამერიკელმა ეკოლოგმა ბილ მაკკიბენმა დააფუძნა.

საქართველოში აქციის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: “ჰელფინგ ჰენდსი”, სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი (INCD), „როტარაქტ და ინტერაქტ კლუბი“, “ახალი თაობა”, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე