ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით, ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას, გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია გამართა. სკოლის დირექტორმა აუდიტორიას სამომავლო გეგმებიც გააცნო და იმ ორ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა, რომელიც თვითმმართველ ორგანოებში მომუშავე საჯარო მოხელეთა პროფესიულ გადამზადებასა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას გულისხმობს.

პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, შერიგების სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ლტოლვითა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი, ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მუნიციპალიტეტების ახალი მერები, საკრებულოს წევრები და პოტენციური დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სკოლა თავის საქმიანობას 2005 წლიდან ახორციელებს, დღემდე მან 1498 საჯარო მოხელე გადაამზადა, ხოლო 9136 ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელს უფასოდ შეასწავლა სახელმწიფო ენა. ჟვანიას სკოლა ქვეყნის 11 რეგიონულ ცენტრსა და 93 სოფელში ფუნქციონირებს.

სკოლის მიზანია ხელის შეუწყოს, ერთი მხრივ, თვითმმართველ ორგანოებში საჯარო მოხელეების გაძლიერებას, ხოლო, მეორე მხრივ, ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციას სახელმწიფოს ერთიან სივრცეში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე