ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოში ტექნოლოგიების განვითარების მიზნით საბჭო შეიქმნა

ინოვაციური იდეების წახალისებისა და ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარების საკითხებზე სპეციალური საბჭო იმუშავებს, რომლის პირველი სხდომა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდა. საბჭოს შექმნის მიზანია საქართველოში ტექნოლოგიური მიმართულებით განათლების ხარისხის გაუმჯობესება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, თანამედროვე ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამებთან ინტეგრირების ხელშეწყობა.

საბჭო დაკომპლექტებულია ქართველი და უცხოელი ექსპერტებით, მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებით. მუშაობის ფარგლებში, საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენებით, მოხდება სხვადასხვა პროექტების ინიცირება და მათი განხორციელების მექანიზმებთან დაკავშირებით, რეკომენდაციების შემუშავება.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი; ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში; HP inc საქართველო, უკრაინა, სომხეთი, მოლდავეთის ბიზნეს პარტნიორი; კომპანიების: Hewlett Packard Enterprise; IBM - MUK Georgia; Splunk- NGT Group; Microsoft; Qlik- NGT Group; MUK Georgia; Softline Georgia, Adobe auto desk ხელმძღვანელები.

საბჭოს პირველ სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საქართველოს პარლამენტის სხვა წარმომადგენლებმა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე