ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პერევის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასკოლო სახელმძღვანელოები გადაეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და  ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა პერევის საჯარო სკოლის 70-მდე  მოსწავლეს 5 000 ლარის ღირებულების სასკოლო სახელმძღვანელოები ჩაუტანეს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლის 60-მდე მოსწავლემ სოციალური პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაწყებამდე მიიღო საჭირო წიგნები.  საბოლოოდ, პერევის საჯარო სკოლის 130-მა მოსწავლემ, პირველი კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, სახელმწიფოსაგან სასკოლო სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ მიიღო.

პერევის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, მოსწავლეთა ნაწილს კი, ყოვედღიურად უწევთ ოკუპანტთა მიერ კონტროლირებადი  ბლოგ-პოსტის გავლით სკოლაში სიარული. ადგილობრივი თვითმართველობა თავად უზრუნველყოფს ბავშვების უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას. პერევის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და  პედაგოგებთან  შეხვედრა  სოფელ ჯრიას საჯარო სკოლაში გაიმართა.

გასულ წელს შესაძლებელი გახდა პერევის საჯარო სკოლისთვის ახალი სასკოლო მერხების გადაცემა, მოსწავლეები  ჩართულნი არიან სასკოლო ოლიმპიადებსა და სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.  კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე