ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველო ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრის ასოცირებული წევრი გახდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ბირთვული კვლევის ცენტრში (CERN-შვეიცარია)  მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ასოცირებული წევრობის საკითხს ცერნში, რაც მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება როგორც მეცნიერების განვითარებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის. კერძოდ, ჩვენს მეცნიერებს  შეეძლებათ საქართველოს სახელით მიიღონ მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით პროცესში, რომელიც ცერნში მიმდინარეობს, ხოლო ჩვენს მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს საშუალება ექნებათ იქ გააგრძელონ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.

როგორც ცნობილია ცერნი ეს არის უდიდესი ლაბორატორია, სადაც უამრავი ექსპერიმენტი ტარდება მაღალი ენერგიის ფიზიკაში. ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ეგიდით წარმოებული ყოველი სამუშაო არის საერთაშორისო მნიშვნელობის და მასში საქართველოს სახელით ჩვენი მეცნიერების მონაწილეობა  ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალს კიდევ უფრო აამაღლებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე