ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი ლონდონში განათლებისა და პროფესიული უნარების სააგენტოს (ESFA) წარმომადგენლებს შეხვდა

განათლების მსოფლიო ფორუმზე ლონდონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მიხეილ ჩხენკელი განათლებისა და პროფესიული უნარების სააგენტოს (ESFA) წარმომადგენლებს შეხვდა, რომელთაც პროფესიული განათლების კუთხით საქართველოში გატარებული რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო.

მიხეილ ჩხენკელმა ვრცლად ისაუბრა ახლო მომავალში დაგეგმილ სიახლეებზე, რაც ქართული უნივერსიტეტების ბაზაზე პროფესიული კოლეჯების დაფუძნებას გულისხმობს. კერძოდ, სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, საბაკალავრო პროგრამაზე, პროფესიულ პროგრამაზე დაგროვილი კრედიტები მარტივად გადაიტანონ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ცვლილებებს, რომლის თანახმად, ატესტატის არმქონე პირებს შესაძლებლობა მიეცემათ სპეციალური კურსები გაიარონ და სკოლის ატესტატის ექვივალენტი დოკუმენტი მიიღონ, რომლის  შედეგადაც შეძლებენ პროფესიულ პროგამაზე სწავლის გაგრძელებას.

მიხეილ ჩხენკელმა და განათლებისა და პროფესიული უნარების სააგენტოს (ESFA) წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართვის აუცილებლობაზეც. კერძოდ, კომპანიების ბაზაზე პროფესიული კურსების გახსნაზე, რაც წარმატებულ სტუდენტებს იმავე კომპანიაში დასაქმების შანსს მისცემს. საუბარი შეეხო ასევე მინისტრის ინიციატივას ბრიტანული და ქართული კოლეჯების სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომლის საშუალებით, სტუდენტებს მიეცემათ ცოდნის ასამაღლებლად გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღების უნიკალური შესაძლებლობა. ამისათვის კი საჭირო იქნება პროფესიულ განათლებაში დასაქმებული პირების გადამზადება და ახალი კოლეჯების დაფუძნება, რაშიც განათლებისა და პროფესიული უნარების სააგენტო, სამინისტროსთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე