ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა ბულგარეთის ელჩთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამუშაო შეხვედრა გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში დესისლავა ივანოვა-კოზლევასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

რაც შეეხება კონკრეტულ ინიციატივებს, მხარეები შეთანხმდნენ ბულგარეთის ანტარქტიდის ინსტიტუტსა და საქართველოს შესაბამის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის დამყარების ხელშეწყობის თაობაზე. ასევე განიხილეს მიმდინარე წელს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გეოგრაფიული რუკების ერთობლივი ბულგარულ-ქართული გამოფენის მოწყობის საკითხი.

შეხვედრის ბოლოს, მიხეილ ჩხენკელმა ბულგარეთის ელჩი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეც მიიწვია, რომელშიც, საპატიო სტუმრის სტატუსით, მონაწილეობას ბულგარეთის უძველესი უნივერსიტეტის - სოფიის უნივერსიტეტის რექტორი მიიღებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე