ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა პროფესიული განათლების სფეროში საერთაშირისო პარტნიორობის გაფართოების მიზნით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა, პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში, ქვეყნებს შორის პარტნიორობის განვითარებას. ჩინეთის რესპუბლიკა არის ერთ-ერთი ლიდერი პროფესიული განათლების ისეთ მიმართულებებში როგორიცაა მშენებლობა, სოფლის მეურნეობა , აიტი ტექნოლოგიები და ენერგეტიკა.

შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩინეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის ერთობლივი პროექტების შემუშავების საკითხი, რომელიც მიმართული იქნება ქართველი პროფესიული სტუდენტების, პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნადი უნარების გამომუშავებაზე. შეხვედრისას ასევე განხილულ იქნა კონკრეტულ სფეროებში პროფესიული სტუდენტების გაცვლითი პროგრამების დანერგვის შესაძლებლობები, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის საქართველოში პროფესიული განათლების მიწოდების ხარისხს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე