ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა ახალი სპორტული მოედანი გახსნა

№81-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ამიერიდან სპორტის გაკვეთილები ახალ სპორტულ მოედანზე ჩაუტარდებათ. მოედანი დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნა. 

,,განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით თბილისის ყველა  საჯარო სკოლაში სპორტული მოედანი ან სპორტული დარბაზი გარემონტდა და კეთილმოეწყო, სადაც მოსწავლეებს სპორტის გაკვეთილები ჩაუტარდებათ. მნიშვნელოვანია სპორტული ინფრასტრუქტურის გამართვა, რათა ბავშვები ჯანსაღი ცხოვრების წესით აღიზარდონ’’ - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

სპორტის გაკვეთილების დანერგვის შემდეგ საჯარო სკოლებში ოცდაოთხი სპორტული ლიგა შეიქმნა, მოსწავლეები ერთმანეთს სპორტის ამდენივე სახეობაში ეჯიბრებიან. ოთხმოცდამეერთე საჯარო სკოლაში  ფეხბურთისა და ორთაბრძოლების გაკვეთილები ტარდება. ახლადგახსნილ მოედანზე მოსწავლეები  ფეხბურთის თამაშს შეისწავლიან.

თბილისის მასშტაბით 30 საჯარო სკოლაში ახალი სპორტული მოედანი გაკეთდა, 70 სკოლაში სპორტული დარბაზი მოეწყო. რეაბილიტირებული სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და შესაძლებელია მოზარდების სპორტის სხვადასხვა სახეობებში კომპლექსურად მომზადება.

ოთხმოცდამეერთე საჯარო სკოლაში 560 მოსწავლე სწავლობს, სკოლა მრავალეროვნულია და მასში  ქართული, სომხური და რუსული სექტორი მოქმედებს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე