ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი ჩინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ჯი იანჩისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა. აღნიშნული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მიხეილ ჩხენკელმა ჩინეთის ელჩს კონკრეტული წინადადებები შესთავაზა, რომელიც გულისხმობს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ახალი ფორმატების ამოქმედებას, საქართველოსა და ჩინეთს შორის მნიშვნელოვნად გაზრდილი სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განათლების მიმართულებით გამოყენებას.

შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობა ყოველწლიურად იზრდება და იმედი გამოთქვეს, რომ მათი ძალისხმევით ეს თანამშრომლობა მომავალში უფრო გაღრმავდება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე