ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მერვე რეგიონული სამიტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და სემინარების ციკლს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

რიგით მერვე რეგიონალური აკადემიური სამიტი თემაზე  “პროფესიული განათლება და დასაქმება” ჩატარდა ა.წ. 13 ოქტომბერს  ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. აკადემიური სამიტი გახსნა ზუგდიდის უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ. პრეზენტაციები გააკეთეს უტა ბაიერმა,  გერმანული ბიზნესის ასოციაციიდან, რეიმსის უნივერსტეტის სამაგისტრო პროგრამის “ევროპული და საერთაშორისო სწავლებანი” დირექტორმა და საკანონმდებლო აქტების კომისიის პრეზიდენტმა პროფესორმა ტიერი კომმა (ტვინიგის ექსპერტი) და შპეიერის ინსტიტუტის (Hochschule für Verwaltungswissenschaften (DHV) Speyer)  მოწვეულმა ექსპერტმა  პროფესორმა ანდრეას კნოამ. სამიტის შემდეგ 13-15 ოქტომბერს  იგივე თემაზე გაიმართება სემინარი, რომელსაც ჩაატარებს  პროფესორი ტიერი კომი და პროფესორი ანდრეას კნოა;

ექსპერტები  მონაწილეებს გააცნობენ ფრანგულ და გერმანულ გამოცდილებას აღნიშნულ თემატიკაზე. სემინარზე დასასწრებად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  30-ზე მეტი  წარმომადგენელია დარეგისტრირებული.

ტვინინგის პროექტი ფინანსდება ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში (ENPI) და ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გერმანელ და ფრანგ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

ტვინინგის პროექტის მიზანია ბოლონიის პროცესის რეფორმების ეფექტური განხორციელება შესაბამის ინსტიტუციებში და საქართველოს ჩართვა უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში (EHEA).

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე