ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სსსმ მოსწავლეების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ხელშეწყობის მიზნით, სსსმ მოსწავლეთა მშობლებთან და მათ მიერ შექმნილ ორგანიზაციებთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მშობელთა მიერ დანახული ინკლუზიური განათლების ძლიერი და სუსტი მხარეები განიხილეს და სკოლებში არსებულ პრობლემებზე და წარმატებულ მაგალითებზე იმსჯელეს. ასევე მოისმინეს და გაიზიარეს მშობლების ინიციატივები და შენიშვნები.

აღნიშნული შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით ჩატარდა, რომლის ფარგლებში აქტიურად იმართება შეხვედრები მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, მასწავლებლებთან და სკოლის დირექტორებთან. შეხვედრები ცხადყოფს თუ რა დიდი როლი ენიჭება მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის სწორ, კონსტრუქციულ და გუნდურ მუშაობას თითოეული მოსწავლის განვითარებაში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე