ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასერტიფიკაციო გამოცდებისთვისთვის მასწავლებელთა რეგისტრაცია დაიწყო

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები საქართველოში წელს პირველად ტარდება. სერტიფიცირება მასწავლებელს საშუალებას მისცემს, გამოავლინოს საგნობრივი ცოდნის მაღალი კომპეტენცია და დაადასტუროს, რომ ფლობს სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებს.

სასერტიფიკაციო გამოცდისთვის დარეგისტრირება წელს შეუძლია ყველა ქართულის, მათემატიკის და უცხო ენების  მოქმედ პედაგოგს ერთწლიანი გამოცდილებით. ასევე, ნებისმიერ პირს, რომელიც შესაძლოა ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული მასწავლებლად, მაგრამ აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.

ამიერიდან, ტრენერებად და მენტორებად შეირჩევიან მხოლოდ სერტიფიცირებული მასწავლებლები. მათ ექნებათ განსხვავებული ხელფასი.

სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაცია 31 მარტამდე გასტანს. გამოცდაზე გასვლა ნებაყოფლობითია და ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

რეგისტრაციისათვის მიმართეთ ადგილობრივ  საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ნომერზე: 95 58 36

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე