ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები გაიმართა

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, უნივერსიტეტის მმართველი საბჭოსა და მთავარ პარტნიორ საგანმანათლებლო ორგანიზაცია - მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM international) წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრები გაიმართა,

მხარეებმა უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების გეგმა, ადმინისტრაციული მოწყობის სისტემა, აკადემიური პერსონალის შერჩევის წესი, უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველთათვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები, კლასტერ-ჰაბების განვითარების სისტემა და ინფრასტუქტურული მოწყობის საკითხები განიხილეს და 2019 წლის აკადემიური პროგრამები შეათანხმეს.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელსა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის, სადაც გაწეული სამუშაოს ანგარიში განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს.

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ჰაბს წარმოადგენს, რომელიც სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი პროვაიდერი გახდება კავკასიის რეგიონში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე