ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული პროგრამები აგარის საჯარო სკოლაში

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კომპანია ,,აგარის შაქრის“ ერთობლივი ძალისხმევით, დაბა აგარის საჯარო სკოლაში 2016 წლის სექტემბერში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დაიწო.

პროგრამის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირინა წეროძე, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

საკვალიფიკაციო პროგრამები ელექტრიკოსის, ზეინკალ-სანტექნიკოსისა და შემდუღებლის პროფესიებში ღიაა როგორც მე-10 - მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის, ასევე ზრდასრულთათვის, რომელთაც სურთ პროფესიული უნარების გაუმჯობესება ან ახალი პროფესიის შეძენა. სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული სწავლება, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სახელოსნოებში მიმდინარეობს.

აგარის საჯარო სკოლაში დანერგილი პროექტი იმ ფართო პროგრამის ნაწილია, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ხელშეწყობით და რომლის მიზანია პროფესიული განათლების სისტემის დაახლოება საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.

აგარის საჯარო სკოლის გამოცდილება ხელს უწყობს ახალგაზრდების პროფესიული განათლებით დაინტერესებას, საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარებას და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართვას პროფესიული განათლების მიწოდების პროცესში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე