ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინგლისურენოვანი პედაგოგებისთვის ტრენინგი გაიმართა

პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან“ ერთად ფარგლებში,  საქართველოში ინგლისურენოვან პედაგოგთა მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ მოხალისე პედაგოგებთან გაცნობითი-საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. 

სასტუმრო D-პლაზაში გამართულ მიღებაზე ნოდარ სურგულაძემ და პროგრამის კოორდინატორებმა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრეს.  

პედაგოგთა ჯგუფი თბილისისა და ახალციხის სკოლებში გადანაწილდებიან.  ნოდარ სურგულაძემ მადლობა გადაუხადა პედაგოგებს ჩამობრძანებისა და პროგრამის მხარდაჭერისთვის. 

პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ათეულ სკოლაში ამოქმედდა და უკვე შეიძლება გარკვეული შეფასებების გაკეთება მის მიმდინარეობაზე.

მოსწავლეები და ქართველი პედაგოგები დადებითად აფასებენ სწავლების პროცესში ინგლისურენოვანი პედაგოგების მონაწილეობას. მოზარდები დიდ ინტერესს იჩენენ უცხოელი პედაგოგების მიერ ჩატარებული გაკვეთილების მიმართ. ისინი არამარტო ინგლისურ ენას ეუფლებიან, არამედ ეცნობიან დასავლურ ღირებულებებს, კულტურასა და ტრადიციებს.  ქართულ კულტურას და ტრადიციებს ეცნობიან ჩვენი უცხოელი სტუმრებიც და როგორც თავად აღნიშნავენ, არ უჭირთ  ქართულ გარემოში ადაპტირება. ბევრი მათგანი სერიოზულად დაინტერესდა ქართული ენის შესწავლით.

მიმდინარე წლის ბოლომდე პროგრამა რამდენიმე ასეულ სკოლას მოიცავს და სამომავლოდ, ყველა საჯარო სკოლაში ამოქმედდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე