ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასტიპენდიო პროგრამა ევროპის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სკოლაში დაფინანსების მიზნით

ევროპის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სკოლაში სწავლის დაფინანსების მიზნით, 2018-2019 სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო პროგრამა გამოცხადდა. სტიპენდია მოიცავს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB Diploma Programme) ორწლიანი პროგრამისა და განთავსების ხარჯების დაფინანსებას. ხელმისაწვდომია ოცდაათამდე სტიპენდია აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი წევრი ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართელო, სომხეთი, უკრაინა) წარმომადგენელი 16-17 წლის ახალგაზრდებისათვის.

ევროპის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სკოლა საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის ინიციატივითა და ევროკავშირის დაფინანსებითი იქმნება, რომელიც პირველ ეტაპზე, კერძო სკოლის - "ახალი სკოლა" ბაზაზე იმუშავებს.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მარტი, საქართველოს დროით 12:00 სთ.

დამატებითი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის შესახებ, იხილეთ მიბმულ ფაილში და შემდეგ ვებგვერდზე: http://www.newschoolgeorgia-app.com

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე