ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სომხეთში მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სომხეთის განათლების მინისტრმა არმენ აშოტიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმს.

შეთანხმების თანახმად მხარეები მხარს დაუჭერენ გაცვლით პროგრამებს, ერთობლივი სემინარების ორგანიზებას, სამეცნიერო კონფერენციებისა და შეხვედრების მოწყობას, ერთობლივ სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის განმტკიცებას, მასწავლებელთა და მოსწავლეთა ორმხრივ ვიზიტებს, სკოლებს შორის შეჯიბრებისა და ერთობლივი სასკოლო ბანაკების ორგანიზებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შესაძლებელი გახდება ორ ქვეყანას შორის განხორციელდეს გაცვლითი პროგრამები და შესაძლებელი გახდება ერთობლივი სასწავლო ოლიმპიადების ჩატარება რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას და ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადასვლას.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე