ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ესტონური სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლები საქართველოში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროსა და ფონდ INNOVE-სთან საქართველოსა და ესტონეთის მთავრობებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე. თანამშრომლობის მიზანია ზოგადი განათლების სფეროში გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება, იმ სიახლეებსა და გამოწვევებზე მსჯელობა, რასაც ადგილი აქვს განათლების სფეროში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ესტონეთის მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი ესტონელი ექსპერტების ჩართულობით ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიას. შედეგად უკვე რევიზირებული და დამტკიცებულია დაწყებითი საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა. ახლო მომავალში დამტკიცდება რევიზირებული სასწავლო გეგმა საბაზო საფეხურზე, ხოლო საშუალო საფეხურის სასწავლო გეგმაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

ზემოხსენებული მემორანდუმის ფარგლებში, მიმდინარეობს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშემწყობი აქტივობების განხორციელებას. აღნიშნულ პროექტში აქტიურადაა ჩართული საქართველოს 15 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (საპილოტე სკოლა), რომლებიც დამეგობრებულები არიან 5 ესტონურ სკოლასთან. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სკოლების დელეგაციების არაერთი გაცვლითი ვიზიტი ესტონეთსა და საქართველოში. საქმიანი ვიზიტები მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებას, საპილოტე სკოლების დაწყებითი საფეხურის პედაგოგების ხელშეწყობას ახალი ცოდნის მიღებასა და პროფესიულ განვითარებაში.

ამ ეტაზპე ესტონეთის 5 პარტნიორი სკოლის წარმომადგენლები ეწვივნენ საქართველოს და გაერთიანებული სამუშაო შეხვედრა გამართეს ქართველი დირექტორებისა და პედაგოგებისთვის. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ექნებათ ეწვიონ დამეგობრებულ 15 საპილოტე სკოლას და გაეცნონ სწავლა-სწავლების ქართულ გამოცდილებას.

აღნიშნული თანამშრომლობა გაგრძელდება 2018-2019 წლებშიც და მის ფარგლებში დაიგეგმება ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების ხელშემწყობი სხვადასხვა აქტივობები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე