ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პირველი უმაღლესი პროფესიული კოლეჯი კახეთის რეგიონში გაიხსნება

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, საქართველოში პირველი, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულების უმაღლესი პროფესიული კოლეჯი ამოქმედდება. განახლებული პროფესიული პროგრამების დანერგვისა და შესაბამისი თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობის განხილვის მიზნით, თელავის უნივერსიტეტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და სოფლის მეურნეობის მინისტრები, კახეთის რეგიონის გუბერნატორთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ეწვივნენ. სტუმრებმა ყველა ის ობიექტი მოინახულეს, სადაც რეაბილიტაციის შემდეგ, სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები და სასწავლო-პრაქტიკული სამუშაოები ჩატარდება.

თელავის უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი ტიპის სასწავლო პროფესიული დაწესებულების დაარსება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კახეთის რეგიონის განვითარებისთვის, ვინაიდან, იმ რეფორმების ფონზე, რაც ქვეყანაში აგრარული მიმართულებით ხორციელდება, კახეთი განსაკუთრებით განიცდის პროფესიული კადრების დეფიციტს.

საქართველოს მთავრობის ძალისხმევითა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით, პროექტი ძალიან მჭიდრო ვადებში უნდა განხორციელდეს. ყველა პირობა არსებობს ვივარაუდოთ, რომ ეს სასწავლებელი მომავალში გახდება კახეთის სავიზიტო ბარათი, სადაც თანამედროვე გარემოში, ულტრათანამედროვე ლაბორატორიებში, სასწავლო/საცდელ ნაკვეთებსა თუ, კერძო კონპანიებში პრაქტიკული კურსის გავლის შედეგად, მაღალკვალიფიური სპეციალისტები მომზადდება.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში, სადაც რეაბილიტაციისა და აღჭურვის შემდეგ, ახალი კოლეჯი განთავსდება, შესაძლებელია აგრარული მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ამოქმედებაც, აქვე იქნება ყველა პირობა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე