ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლების მართვის საკითხებზე ჟურნალი გამოიცა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და „სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის“ თანამშრომლობით ჟურნალი “სკოლის მართვა” გამოიცა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. ჟურნალი “მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის” ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრო.

ჟურნალი სკოლის ადმინისტრატორებისთვის არის განკუთვნილი და სერიულ ხასიათს ატარებს. გამოცემაში თავმოყრილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მართვის აქტუალური თემატიკა, მართვის საუკეთესო პრაქტიკა, ინტერვიუები განათლების სპეციალისტებთან და სხვა.

ჟურნალში წარმოდგენილი სტატიების ავტორები მოქმედი დირექტორები, განათლების სფეროს სპეციალისტები და საერთაშორისო ავტორები არიან. ეს შესაძლებლობას მისცემს სკოლის დირექტორებს უკეთ გააცნობიერონ მართვის საერთაშორისო და ეროვნული პრობლემატიკა, მოარგონ არსებული გამოცდილება საკუთარი სკოლის კონტექსტს და მეტად მოსწავლეზე ორიენტირებული გახადონ სკოლა. ჟურნალი ყველა საჯარო სკოლას უსასყიდლოდ გადაეცემა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე