ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალი სკოლა სოფელ თვალადში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ თვალადში ახლადაშენებული საჯარო სკოლა მოინახულა. სკოლის მშენებლობა გასულ წელს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა. თვლადის 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით არის აღჭურვილი, გააჩნია მაღალი სტანდარტების სპორტული დარბაზი და ღია სპორტული მოედანი, სამედიცინო კაბინეტი, ბიბლიოთეკა. შენობა თანამედროვე ევროპული სკოლის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

ამავე დღეს მინისტრი კასპის პირველ საჯარო სკოლაში განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებსაც გაეცნო და მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. კასპის პირველი საჯარო სკოლის ახალი თანამედროვე შენობა მომავალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება.

სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სწავლის ხარისხის ამაღლების მიმართულებით. შესაბამისად, სახელმწიფო მუდმივ რეჟიმში აგრძელებს ამ მიმართულებით ძალისხმევას.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე