ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პირველი კლასის მასწავლებლებისთვის ტრენინგები გრძელდება

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში საპილოტე სკოლების პირველი კლასის მასწავლებლებისთვის ტრენინგები გრძელდება. ტრენინგი მთელი საქართველოს მაშტაბით ტარდება და ჯამში იმ   სკოლების  ასათი მასწავლებელის  გადამზადებას გულისხმობს, რომლებიც პირველკლასელებს ნეტბუკების საშუალებით ასწავლიან.

მასწავლებელთა გადამზადებას დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო, როგორც მან აღნიშნა ,,აუცილებელია მასწავლებელი პასუხობდეს თანამედროვე პედაგოგიკის მოთხოვნებს და ფლობდეს შესაბამის უნარ-ჩვევებსა  და ცოდნას.  აქტიურად მიმდინარეობს მასწავლებელბის გადამზადების პროცესი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და სხვა დისციპლინებში’’.

ტრენინგის განმავლობაში მასწავლებლები გაეცნობიან ნეტბუკის გამოყენებით სამოდელო გაკვეთილის, დამხმარე მასალებისა და ტესტების მომზადების მეთოდებს.

ტრენინგი ორდღიანია, მეორე დღეს ჩატარდება როლური თამაშები, რომლის დროსაც მასწავლებლები ტრენინგის განმავლობაში მომზადებულ სამოდელო გაკვეთილს საკუთარ ჯგუფის წევრებს წარუდგენენ.

ტრენინგის ბოლოს გამოვლინდება საუკეთესო სამოდელო გაკვეთილის ავტორი. მასწავლებლების მიერ მომზადებული საუკეთესო გაკვეთილები კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსდება (www.tpdc.ge).

აღნიშნული ტრენინგი საპილოტე სკოლების პირველი კლასის მასწავლებელთა გადამზადების მესამე ეტაპია.

პირველ ეტაპზე მასწავლებლები დაეუფლნენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს,  მეორე ეტაპზე გაეცნენ ნეტბუკის ტექნიკურ მახასიათებლებსა და ადმინისტრირების პროცედურებს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე