ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელმა ფინეთის განათლების მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ფინეთის განათლების მინისტრს სანი გრან ლაზონენს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორივე ქვეყნის სასკოლო განათლებაში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებს. მიხეილ ჩხენკელმა სასკოლო განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ვრცლად ისაუბრა და ფინელ კოლეგას პროცესში ჩართვა შესთავაზა.

ფინეთის განათლების მინისტრმა ფინური სისტემის წარმატებაზე ისაუბრა და გამოხატა მზაობა განათლების სისტემის რეფომირების პროცესში მხარი დაუჭიროს საქართველოს განათლების სამინისტროს.

შეხვედრაზე ფინეთის განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით ფინეთში მიიწვია, სადაც მხარეები თანამშრომლობის კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმებიან.

საქართველოსა და ფინეთის განათლების მინისტრების შეხვედრა ლისაბონში, განათლების მინისტერიალია ფარგლებში შედგა, რომელიც პორტუგალიის მთავრობის ორგანიზებით ტარდება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, პედაგოგთა კავშირების ლიდერები და განათლების ექსპერტები მონაწილეობენ. საქართველოს დელეგაციის წევრები არიან ასევე პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე და საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის თანადამფუძნებელი არჩილ სუმბაძე.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე