ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ფრანგულ უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრა გაძლიერდება

პარიზის აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების უნივერსიტეტში (INALCO) წარმატებით ფუნქციონირებს ქართული ენის კათედრა. იმ მიზნით, რომ მოხდეს კათედრის შენარჩუნება და გაძლიერება, საქართველოს ინალკოს პრეზიდენტის კაბინეტის დირექტორი შარიფ ალამ შაუფი ეწვია, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი შეხვდა.

INALCO აღმოსავლურ ენათა და ცივილიზაციის მსოფლიოში უძველესი და ევროპაში ერთადერთი დიდი უნივერსიტეტია, სადაც ქართული ენის კათედრა მოქმედებს და ქართული ენის სწავლება და სამეცნიერო კვლევა მიმდინარეობს. მიხეილ ჩხენკელმა ფრანგულ მხარეს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელს შეუწყობს INALCO-ში ქართული ენის კათედრის განვითარებას, უზრუნველყოფს საქართველოდან პროფესორების, დოქტორანტების, მეცნიერების წარგზავნას და მათ მონაწილეობას როგორც ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის სწავლების, ასევე სამეცნიერო კვლევით პროცესებში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე