ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, იმ საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობენ. კერძოდ, შეხვედრას ესწრებოდნენ  ევროკავშირის  წარმომადგენლობა საქართველოში (EU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი  - საქართველო (MCA), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ბანკი (WB) და სხვ.   დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამინისტროს მიერ 2018 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული საქმიანობების შესახებ და დამსწრეებს  2018 წლის გეგმები გააცნეს.

მიმდინარე პროექტების განხორციელების სტატუსი და სამომავლო პერსპექტივები წარმოადგინეს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის, პროფესიული განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელების მიზნით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობების კოორდინაციის უზრუნველყოფა. ყოველკვარტალური შეხვედრები ხელს უწყობს ინფორმაციის გაზიარებას და რესურსების ოპტიმალურ განაწილებას შედეგების მისაღწევად.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე