ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი დანაშაულის პრევენციის ცენტრთან მჭიდროდ თანამშრომლობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრს შორის თანამშრომლობა გრძელდება.

თანამშრომლობის მიზანია ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა. მათ შორის გათვალისწინებულია დანაშაულის პრევენციის ცენტრის დანაშაულის პირველი და მეორე დონის პრევენციის, განრიდებისა და მედიაციის პროგრამებში ჩართულ ბენეფიციარებისთვის, აგრეთვე, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართული ახალგაზრდული ასაკის ბენეფიციართა და მათი ოჯახის წევრთათვის პიროვნული, კულტურული და ფსიქო-სოციალური განვითარების ხელმისაწვდომობა, ასევე, მხარეთა პროექტებში ჩართული მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება და ამ მიზნით მოქმედ პროგრამებში მათი მაღალი ჩართულობის ხელშეწყობა.

განახლებულ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა თათია ხოჭოლავამ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრს თანამშრომლობის გამოცდილება უკვე აქვს. გასულ წლებში დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების მონაწილე 50 მოსწავლე ყოველწლიურად ისვენებდა ანაკლიის „მომავლის ბანაკში“. ამიერიდან კი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ბანაკებით ის სტუდენტებიც ისარგებლებენ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდულ აქტივობებში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე