ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კოლეჯი „მერმისი“ საგაზაფხულო მიღებისთვის ემზადება

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს პროფესიულ კოლეჯში „მერმისი“, სადაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი რეგისტრაციის პროცესს გაეცნო, მომავალ სტუდენტებს შეხვდა და სასწავლო გარემო დაათვალიერა. ამავე დღეს კოლეჯის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიაც გაიმართა. წელს პირველად, სპეციალური მანტია მოირგო 5 პროფესიული საგანმათლებლო პროგრამის (ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი, სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი, სტილისტი და მზარეული) 60-მა კურსდამთავრებულმა.

საგაზაფხულო მიღებას კოლეჯი „მერმისი“ 4 მიმართულებით (აგრარული, ხელოვნება, ინჟინერია და მიმართულებათაშორისო დარგები ან სპეციალობები), 9 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ახორციელებს. ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, სრული სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს შრომის ბაზარზე მოთხოვნად სასურველ პროფესიას და დასაქმდეს.

პროფესიული კოლეჯი „მერმისი“ 2012 წლიდან ფუნქციონირებს და ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც განათლებას ყოველწლიურად 1000-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება. კოლეჯი ახორციელებს

5 მიმართულებით (აგრარული, ბიზნესის ადმინისტრირება, ხელოვნება, ინჟინერია და მიმართულებათაშორისო დარგები ან სპეციალობები) 34 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, მათ შორის 20 მოდულურ და 1 სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების მიდგომით „კულინარიის ხელოვნებას“.

კოლეჯის „მერმისი“ მთავარი მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობა. კოლეჯს თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული 300-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციასთან. კურსდამთავრებულების უმრავლესობაც სწავლის დასრულებისთანავე უკვე დასაქმდა ისეთ ცნობილ კომპანიებში, როგორიცაა „ევროტექსი“, „ნიკორა“, „თოლია“, „ელიტ სერვისი“, რესტორანი „მთაწმინდა“, „წისქვილი ჯგუფი“ და სხვ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე