ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოსწავლეებს ავიაციის შესახებ ლექცია ჩაუტარდათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ავიაკომპანია ,,აირზენას’’ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ გაიაშვილმა თბილისის 47-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს ავიაციის შესახებ ლექცია წაუკითხეს.

ლექცია სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების გაკვეთილების ფარგლებში ჩატარდა და მას ავიაკომპანიის მფრინავები და ბორტგამცილებლებიც დაესწრნენ. პირადად მათგან, მოსწავლეებმა, მიიღეს ინფორმაცია ტექნიკური დეტალების შესახებ,  გაეცნენ ავიაციის ისტორიას.  მინისტრი და კომპანიის ხელმძღვანელი მოსწავლეებს დარგის სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ.

,,დღევანდელი ლექცია მიზნად ისახავს მოზარდებში ისეთი სტრატეგიული დარგის პოპულარიზაციას, როგორიც ავიაციაა. მსგავსი შინაარსის ლექციები სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების გაკვეთილების ფარგლებში  მომავალშიც ჩატარდება და  სხვა სფეროებსაც მოიცავს.’’ -აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

სტრატეგიული დარგების პოპულარიზაციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლებში სისტემატურად ატარებს სხვადასხვა სახის თემატურ კონკურსებს. ამ ეტაპზე, სკოლებში მიმდინარეობს კონკურსი ,,გახდი ავიატორი’’.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე