ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონკურსის „ჩემი პირველი ქართული როლი“ გამარჯვებულების დაჯილდოება

სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მოსწავლეებისთვის ქართულენოვანი სპექტაკლების კონკურსი სახელწოდებით „ჩემი პირველი ქართული როლი“ ჩაატარა, რომლის ფინალიც დედაენის დღეს რუსთაველის თეატრში გაიმართა.

საკონკურსო ნამუშევრების (სპექტაკლების) შეფასების კომისიის მიერ სამი საპრიზო ადგილი (I, II, III) და ჟიურის სიმპათია გამოვლინდა. პირველის ადგილის მფლობელი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამის საჯარო სკოლა გახდა, მეორე ადგილი თბილისის №96 საჯარო სკოლამ დაიკავა, მესამე ადგილი წილად ხვდა, ქალაქ ახალციხის №3 საჯარო სკოლას. ჟიურის სიმპათია კი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლა გახდა.

გამარჯვებულმა გუნდებმა, რუსთაველის თეატრში თავიანთი სპექტაკლებიდან ფრაგმენტები წარმოადგინეს. დასასრულს კი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ფინალისტებს ფულადი პრიზები და დიპლომები გადასცეს.

კონკურსი, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობა, სახელმწიფო ენაზე სამეტყველო კომპეტენციების განვითარება და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე