ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი  გაფორმდა. 

მემორანდუმის მიხედვით, მეთერთმეტეკლასელ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ თვეში ორჯერ დაესწრონ საქალაქო სასამართლოს მიერ ორგანიზებულ სემინარებს, გაეცნონ  საერთაშორისო კონვენციით დადგენილ არასრულწლოვანთა უფლებებს, სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, სასამართლო ხელისუფლების ადგილს ხელისუფლების შტოებს შორის, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, დანაშაულის პრევენციის გზებს და ა.შ.

პროექტის მიზანს ასევე წარმოადგენს  მოზარდებში სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება. ,,აუცილებელია მოსწავლეებს მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ და ავამაღლოთ მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა’’-განაცხადა მემორანუმის ხელმოწერის შემდეგ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ.

მემორანდუმის ხელმოწერას თბილისის საჯარო სკოლების ორმოცი მეთერთმეტეკლასელი მოსწავლე დაესწო. ხელმოწერის შემდეგ მათ საქალაქო სასამართლოს მოღვაწეობის შესახებ პირველი სემინარი ჩაუტარდათ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე