ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება

22 აპრილის ჩათვლით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

რეგისტრაცია წარმატებით მიმდინარეობს მცხეთის რაიონში მდებარე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში, სადაც ძირითადად სოფლის მეურნეობის მიმართულების სპეციალობები ისწავლება. კოლეჯს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მინისტრის პირველი მოადგილე ეწვივნენ, სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს და სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდნენ.

სოფელ წინამძღვრიანთკარში, პროფესიული სასწავლებლის სრული რეაბილიტაცია გასულ წელს განხორციელდა და აღსდგა საზოგადო მოღვაწისა და ქველმოქმედის ილია წინამძღვრიშვილის მიერ 1883 წელს, საკუთარ მამულში, თავისი ხარჯითა და საზოგადოების დახმარებით, გახსნილი სასოფლო–სამეურნეო სასწავლებელი. ამ ეტაპზე კოლეჯში ისწავლება მევენახეობა-მეღვინეობა, მეხილეობა, მეფუტკრეობა, სატყეო საქმე, ტრაქრორის მემანქანე, კოლეჯში ასევე ისწავლება სტილისტის, მკერავის, ელექტრიკოსის სპეციალობები. კოლეჯს ფილიალები აქვს თიანეთსა და სტეფანწმინდაში.

მცხეთა-მთიანეთში 20-მდე კერძო კომპანია ფუნქციონირებს, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლებს პროფესიულ სასწავლებელთან, რაც სტუდენტების დასაქმებას უწყობს ხელს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე