ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თელავში გერმანული სტანდარტის პროფესიული კოლეჯი ამოქმედდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) რეგიონალურ დირექტორს, როლანდ სტეურერს, პროფესიული განათლების პროგრამის დირექტორს კატია კამერერს და გერმანიის ელჩს საქართველოში დანიელ ჰაასს შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილეს და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, სოფლის მეურნეობის მიმართულების უმაღლესი პროფესიული კოლეჯის ამოქმედდებასთან დაკავშირებით, მინისტრის ინიციატივას გაეცნენ.

საქართველოში პირველი, აგრარული მიმართულების პროფესიული სასწავლებელი გერმანული სტანდარტების შესაბამისი იქნება და მის პროგრამებში გათვალისწინებული იქნება რეგიონის სპეციფიკა და საჭიროებები. განსაკუთრებული აქცენტი კი, მეღვინეობა-მევენახეობაზე გაკეთდება.

თელავის უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი ტიპის სასწავლო პროფესიული დაწესებულების დაარსების გადაწყვეტილება გერმანულმა მხარემ დადებითად შეაფასა და მინისტრსა და სამინისტროს მხარდაჭერა აღუთქვა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე