ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

უმაღლესი განათლების მიმართულებით საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა გაღრმავდება

ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ჯეიჰუნ აზიზ ოღლუ ბაირამოვს შეხვდა, რომლებმაც ორი ქვეყნის განათლების სისტემის წარმატებასა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის, განათლების სისტემისა და მეცნიერების მხარდაჭერა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და შესაბამისად, ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება იგეგმება.

შეხვედრაზე მხარეებმა უმაღლეს განათლებაში არსებულ გამოწვევებზე და ქართულ-აზერბაიჯანული უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. კერძოდ, სურვილი გამოითქვა რომ გაღრმავდეს თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების კუთხით.

შეხვედრის ბოლოს აზერბაიჯანელმა კოლეგამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მიხეილ ჩხენკელს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე გამოცდილების გაზიარება შესთავაზა.

მიხეილ ჩხენკელისა და ჯეიჰუნ აზიზ ოღლუ ბაირამოვის შეხვედრას საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე და კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი, უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) პრეზიდენტი კახა შენგელია ესრებოდნენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს. შეხვედრის თემაა „გლობალიზაცია და ახალი გამოწვევები უმაღლეს განათლებაში“.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე