ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ნატოს დიპლომატია საჯარო სკოლებში

ნატოს კვირეულის ფარგლებში საჯარო სკოლებში ნატოს შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.

ამჯერად, სახალხო დიპლომატიაში ნატოს კავკასიის რეგიონის კოორდინატორი დესპინა აფენტოული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ გოგოტიშვილი მცხეთის მეორე საჯარო სკოლას  სტუმრობდნენ.

სკოლის მეათეკლასელმა მოსწავლეებმა მათგან მოისმინეს ლექცია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ისტორიის, მისი მნიშვნელობის, მიზნებისა და მისწრაფებების შესახებ.

,,ნატოში ინტეგრაცია საქართველოს სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტთაგანია. აუცილებელია ახალგაზრდებს, მოსწავლეებს მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია ალიანსის შესახებ.’’- აღნიშნა კოკა სეფერთელაძემ.

ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა მცხეთის მეორე საჯარო სკოლას ალიანსის შესახებ საინფორმაციო მასალები გადასცეს, რომელთა გაცნობა ყველა  მოსწავლეს შეეძლება.

ნატოს შესახებ საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში გაიმართება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე