ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინის ინიციატივით საზოგადოებრივი დარბაზი დაარსდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით სამინისტროში საზოგადოებრივი დარბაზი დაარსდა. საზოგადოებრივი დარბაზი ყოველი თვის პირველ კვირას შეიკრიბება. მასში მონაწილეობის საშუალება განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესებულ ყველა მსურველს ექნება.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სამინისტრო მზადაა ყველას პოზიციას მოუსმინოს და მათი მოსაზრებები გაიზიაროს. საზოგადოებრივ დარბაზში უკვე გაწევრიანდნენ უმრავლესობის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, საქართველოს მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის, კერძო სკოლების ასოციაციის, განათლების სისტემის დამსაქმებელთა გაერთიანების, განათლების პროფესიული სინდიკატისა და სხვადასახვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საზოგადოებრივივ დარბაზის საქმიანობაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ  მასწავლებლები, სკოლის დირექტორები და ექსპერტები.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საზოგადოებრივი დარბაზის შექმნის გადაწყვეტილება საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირისა და განათლებაზე მომუშავე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მიიღო. 5 თებერვალს დიმიტრი შაშკინმა მათთან სპეციალური შეხვედრა გამართა და ყველა ის საიხლე გააცნო, რაზეც  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ ეტაპზე მუშაობს და  2010-2011 წლებში განახორციელებს. საუბარი შეეხო  სკოლებში გასატარებელ ცვლილებებს, პროფესიული დონის ასამაღლებლად მასწავლებელთა სერტიფიცირებას, ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სახელმძღვანელოების დახვეწას, უსაფრთხო სკოლების შექმნასა და ა.შ. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, დიმიტრი შაშკინი თითოეული მონაწილის ხედვას გაეცნო და ყველა დასმულ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე