ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ნატოს შესახებ საუკეთესო თემების ავტორი სტუდენტები მინისტრმა დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა  „ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე დაცული საბაკალავრო-სამაგისტრო თემების კონკურსის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება.

კონკურსი განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი ინიციატივის“ და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საზოგადოებრივი დიპლომატიის განყოფილების მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

კონკურსი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისათვის  ცნობიერების ამაღლებას ნატოსა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების შესახებ. პროექტში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა საქართველოს  მასშტაბით არსებული წამყვანი უნივერსიტეტებიდან, რომლებმაც წარმოადგინეს დაცული საბაკალავრო-სამაგისტრო თემები ნატოსა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ. მიღებული ნაშრომები შეფასდა ექსპერტების - სოსო ცინცაძის, ნიკა ჩიტაძისა და დავით აფრასაძის მიერ.

პირველ და მეორე ადგილზე გასულები, დიანა ცუცქირიძე (საქართველოს უნივერსიტეტი) და დავით მერკვილაძე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი) გაემგზავრებიან ბრიუსელში, ნატოს სათაო ოფისის მოსანახულებლად, მესამე ადგილზე გასულ ხატია ქარდავას (ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა  პერსონალური კომპიუტერი გადასცა.

პრეს–კონფერენციაზე პროექტის აქტუალობის შესახებ ისაუბრეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და „ახალი თაობა – ახალი ინიციატივას“ თავმჯდომარე მიხეილ დევდარიანმა. კონკურსანტებს დიპლომები გადასცა და გამარჯვება მიულოცა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საზოგადოებრივი დიპლომატიის განყოფილების ოფიცერმა კრისტინა ბალეისტემ.

„ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე დაცული საბაკალავრო-სამაგისტრო თემების კონკურსი“ ყოველწლიურ სახეს მიიღებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე