ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა თემაზე „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“.

კონფერენციის მიზანი იყო სწავლა-სწავლებაში არსებული პოზიტიური ტენდენციებისა თუ გამოწვევების შესახებ საზოგადოებისა და განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელთა ინფორმირება. კონფერენციაზე, საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, შემდეგი საკითხები განიხილეს: როგორია 9-10 წლის მოზარდთა წიგნიერების დონე და მიღწევების დინამიკა 2006-2016 წლებში, როგორ ახერხებენ მოსწავლეები ინტერნეტში მოცემული ინფორმაციის გაგებას და გააზრებას, რა ცოდნასა და რა შედეგს აღწევენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართული ენის შესწავლაში, როგორია მათი მიღწევები სხვა საგნებში.

კონფერენციის ფარგლებში გაანალიზდა საგანმანათლებლო სისტემაში არსებული პოლიტიკისა და პრაქტიკის გავლენა მოსწავლეთა მიღწევებზე. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასებების შედეგები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში, ქართული, როგორც მეორე ენისა და წიგნიერების მიმართულებით.

კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა“ (MCA) და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (MCC) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

სასკოლო განათლებაში არსებული ვითარების შესაფასებლად ქვეყნები სახელმწიფო და საერთაშორისო კვლევების შედეგებს იყენებენ. სახელმწიფო შეფასება ეროვნული მასშტაბით არსებული სურათის შესწავლაზეა ორიენტირებული, ხოლო საერთაშორისო კვლევები ქვეყნის შედეგების გლობალურ კონტექსტში შეფასების საშუალებას გვაძლევს. საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასებები საქართველოში რეგულარულად ტარდება და მათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე