ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მათემატიკური კონკურსი "იმედი ხვალის-2018" იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან  ერთად ატარებს მათემატიკურ კონკურსს - „იმედი ხვალის-2018“

კონკურსის მიზანი:  მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების გამოვლენა ადრეულ ასაკში.

მონაწილეები:  თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების III-VI კლასების მოსწავლეები.

კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით, პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.

ჩატარების წესები:

  • მონაწილეები ორ ასაკობრივ ჯგუფად იყოფიან: „უფროსი ასაკი“ – V და VI კლასები, „უმცროსი ასაკი“ – III და IV კლასები.
  • შეჯიბრება ტარდება ორ ტურად. მეორე ტურში მონაწილეობენ პირველ ტურში გამარჯვებულები.
  • ორივე ტურში მონაწილეს ეძლევა 5 ამოცანა და დრო 2 საათი.
  • ამოცანებისა და ამოხსნების შეფასების ნიმუშებად გამოდგება მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრისა და კონკურსი “იმედი ხვალის” ამოცანები.  ინტერნეტშეჯიბრისა და კონკურსის ვებმისამართებია http://concurs.mziuri.ge და http://imedi.mziuri.ge
  • ინტერნეტშეჯიბრი კონკურსისათვის მოსამზადებელი ერთგვარი „დაუსწრებელი სკოლაა“, 2006 წლიდან ტარდება და მის ვებგვერდზე მუდმივად ჩანს უკანასკნელი გავლილი 8-12 ტურის ანგარიში (მონაწილეთა შედეგები და ამოცანები ამოხსნებით).

ჩატარების თარიღი: პირველი ტური – 3 ივნისი. მეორე ტურისა და დაჯილდოების ცერემონიის თარიღებს გაცნობებთ პირველი ტურის შემდეგ.

რეგისტრაციის ვადა: რეგისტრაცია დაწყებულია და მთავრდება 2 ივნისის 15 საათზე.

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია. რეგისტრაციისას მონაწილეები დააზუსტებენ ჩატარების ადგილსა და დროს.

რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად – სკოლების მიერ თანდართული ფორმის მიხედვით (ფურცელზე ან ელექტრონულად).

სასურველია სკოლებში გამოიყოს საკონტაქტო პიროვნება კონკურსის ორგანიზატორებთან კოორდინაციისათვის.

რეგისტრაციისა და დაწვრილებითი ცნობებისათვის დაგვირეკეთ ან მოგვმართეთ მისამართზე: თბილისი, თამარ მეფის გამზირი 14, მესამე სართული.

ტელეფონები:  295-45-75, 291-03-17, 229-48-61,  599-50-93-56.

ელფოსტა:  [email protected];  ვებმისამართი:  www.mziuri.ge

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე