ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კომპანია ”ინტელის” ვიცე პრეზიდენტი ჯონ დევისი საქართველოშია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოწვევით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება  კომპანია ”ინტელის”  ვიცე პრეზიდენტი,  ”ინტელის” მსოფლიოს განვითარების პროგრამის გენერალური მენეჯერი ჯონ დევისი და რეგიონალური მენეჯერი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ტერიტორიაზე  დიმიტრი კისელი.  ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ”ინტელის” ვიცე პრეზიდენტმა ჯონ დევისმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ”კომპიუტერი ყველასათვის ” პროექტის შესახებ.

ორივე მხარე, აცნობიერებს რა საინფორმაციო ტექნოლოგიების დიდ მნიშვნელობას საქართველოს სოციალ–ეკონომიკური განვითარებისთვის, შეთანხმდნენ, ითანამშრომლონ ქვეყნის მოსახლეობის პერსონალური კომპიუტერებით ხელმისაწვდომ ფასებში უზრუნველყოფის  საკითხში.

მემორანდუმის ფარგლებში ამოქმედდება ახალი პროექტი, რომლის მიზანია საზოგადოების ყველა სოციალურ ჯგუფს  საშუალება მიეცეს სპეციალურ ფასად შეიძინოს სასურველი კომპიუტერი ან ნოუთბუკი.

კორპორაცია ”ინტელი” მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით, ხელს უწყობს ინფორმაციული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას. ინტელის პროგრამების დახმარებით  ყოველწლიურად სხვადასხვა სოციალური ჯგუფისა და ასაკის მილიონობით ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ხდება თანამედროვე ტექნოლოგიები, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ  კავშირი, გაუმჯობესებული ჯანდაცვის სისტემა და ხარისხიანი განათლება.  ამიერიდან, ამ პროგრამას საქართველოც შეუერთდება და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ყველა ფენისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება  ხელმისაწვდომი გახდება.

ამავე დღეს ხელი მოეწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და Microsoft-ს შორის ურთიერთგანზრახვის შეთანხმებას თანამშრომლობაზე, რათა ხელი შეუწყონ “კომპიუტერი ყველასთვის”  პროექტის განხორციელებას.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე