ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი გლობალური საგანმანათლებლო ქსელის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, გლობალური საგანმანათლებლო ქსელის SABIS®-ის დელეგაციასთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილა.

SABIS®-ის დელეგაცია საქართველოში პრეზიდენტის, კარლ ბისტანის ხელმძღვანელობით იმყოფება, რომელმაც მინისტრს იმ საგანმანათლებლო დაწესებულების კონცეფცია გააცნო, რომლის გახსნასაც საქართველოში გეგმავენ. თავის მხრივ, მინისტრმა აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან საინტერესოა ის მეთოდოლოგია თუ ინოვაციური ტექნოლოგიები, რომელის საშუალებითაც SABIS® -ის სკოლებში სწავლება ხორციელდება. შესაბამისად, მინისტრი მიესალმება ორგანიზაციის დაინტერესებას, საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულების გახსნასთან დაკავშირებით.

SABIS®, გლობალურ საგანმანათლებლო ქსელს წარმოადგენს, რომელიც ხუთ კონტინენტზე, მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი. SABIS® ქსელში არსებული სკოლები, განათლებით 70,000-ზე მეტ სტუდენტს უზრუნველყოფენ, ამასთან ნერგავენ გამოცდილ და დაპატენტებულ სისტემას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე