ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ნორვეგიის მთავრობა დადებითად აფასებს ინკლუზიური განათლების დანერგვას საქართველოში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ნორვეგიის განათლებისა და კვლევის მინისტრის მოადგილეს  ლისბეტ რუგტვედტს შეხვდა.  შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული ყველა საკვანძო საკითხი და ის წარმატებული ნაბიჯები, რომლებიც მიღწეულ იქნა ამ მიმართულებით.

ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი   პრიორიტეტი და  სტრატეგიული გეგმის ნაწილია.  მის განხორციელებას ემსახურება ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მეთოდოლოგიური და ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი - ”ინკლუზიური განათლების განვითარება საქართველოს 9 რეგიონის საჯარო სკოლებში” .

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლების მხარდაჭერის სამწლიანი პროგრამა (2009-2011) სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად ხორციელდება და მისი მიზანია ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს მასშტაბით.

განვლილ პერიოდში შესრულებული სამუშაოების გაცნობის შემდეგ, ლისბეტ რუგტვედტს დადებითი შეფასებები გააკეთა  და პროექტის მიმდინარეობას მომავალშიც მხარდაჭერა აღუთქვა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ინკლუზიური განათლების საპილოტე  თბილისის № 10 საჯარო სკოლაში სტუმრობა, სადაც  ნორვეგიის განათლებისა და კვლევის  მინისტრის მოადგილე ლისბეტ რუგტვედტს  სკოლაში ინკლუზიური განათლების კუთხით მიმდინარე  ინიციატივებს გაეცნობა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე