ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველო და დიდი ბრიტანეთი განათლებისა და მეცნიერების კუთხით მჭიდროდ ითანამშრომლებენ

საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების, მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციის მინისტრს, სემ ჯიმას, შეხვდა და მათ თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებებზე და ახლო მომავალში გაცვლითი პროგრამების შემუშავებაზე. როგორც ქართველ, ასევე, ბრიტანელ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ საერთაშორისო პროგრამებით, რაც მინისტრების აზრით, ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის აკადემიური კავშირების გაღრმავებას.

ბრიტანელმა კოლეგამ მნიშვნელოვნად და საინტერესოდ შეაფასა პროფესიული განათლების კუთხით საქართველოში განხორციელებული პროექტები, მათ შორის, საუნივერსიტეტო სივრცეში კოლეჯების დაფუძნება. მისი აზრით, მსგავსი მიდგომა ცალსხად შეუწყობს ხელს, ერთი მხრივ, პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, მეორე მხრივ, სწავლის ხარისხის ამაღლებას.

მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრაზე ბრიტანელმა კოლეგამ აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების პოპულარიზაციის, კერძოდ, სტუდენტთა პროფესიული განათლებით დაინტერესების პრობლემა დიდ ბრიტანეთშიც არსებობს, რაშიც პოზიტიურ როლს დამსაქმებელთა აქტიურობა თამაშობს.

შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა განათლების ყველა დონეზე და მეცნიერების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანელი კოლეგა, სემ ჯიმა, საქართველოში სტუმრად მოიწვია.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე